Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647697&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიქარს
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
ავტოიმპორტიორი კომპანია "ამერიქარს" არის ამერიკული კომპანია CarsAndPartsHub.com-ის ოფიციალური ფილიალი საქართველოში, რომელიც 6 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე ავტონაწილების და ავტომობილების იმპორტის მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

პოზიციის მიზანი:

გაყიდვების სპეციალისტის მიზანია უზრუნველყოს კომპანიის პროდუქციის (ავტონაწილების) ეფექტური რეალიზაცია ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე. იგი პასუხისმგებელია მომხმარებელთა კონსულტაციაზე, შესაბამისი ნაწილების შერჩევაზე, შეკვეთების მართვაზე და გაყიდვების პროცესის გამართულობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია სატელეფონო ან ფიზიკურ/ონლაინ გაყიდვის სხვადასხვა არხებზე
** კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით შესაბამისი ავტონაწილების იდენტიფიცირება და შეთავაზება
** გაყიდვის პროცესის სრული მართვა: შეკვეთის მიღება, გადამოწმება, გადაცემა და საჭიროების შემთხვევაში მიტანის ორგანიზება
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განახლება და სწორად ასახვა ონლაინ პლატფორმებზე
** ხელმძღვანელთან კომუნიკაცია მარაგების შესახებ
** მოთხოვნისა და გაყიდვების ანალიზი - ყველაზე მოთხოვნადი ნაწილების განსაზღვრა
** გაყიდვების მიზნებზე ორიენტირებული მუშაობა და KPI-ების შესრულება
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება და სერვისის ხარისხზე ზრუნვა
** მომხმარებლების უკუკავშირის მიღება და პირველადი გადაჭრის უზრუნველყოფა
** გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

** ავტონაწილების ან გაყიდვების მომიჯნავე სფეროში გამოცდილება
** ავტონაწილების საბაზისო ან დეტალური ცოდნა (მნიშვნელოვანია ნაწილების იდენტიფიცირება)
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინგლისური ენის ცოდნა (უცხოურ ბაზარზე მუშაობის შემთხვევაში)
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) და ონლაინ პლატფორმების ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა
** კარიერული ზრდის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** გამოცდილება საერთაშორისო ბაზართან ურთიერთობაში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@americars.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია