დასახელება:
გამომჭრელი/გერბერის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჯეორჯიან პროდაქტს
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
დეკორატიული საწარმო "ჯეორჯიან პროდაქტსი" აცხადებს ვაკანსიას გამომჭრელის (გერბერის ოპერატორი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ თბილისი, სამგორი, გიორგი ნადარეიშვილის ქუჩა 66
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
თანამშრომლის ფუნქცია მოვალეობები:
** დაფენილი ქსოვილის ამოჭრა დანადგარისა და ხელის აპარატის საშუალებით;
** დღიური გეგმის დავალების შესრულება/დაჭრა;
** ყოველდღიურად გამართული დანადგარის მოვლა:
- დანის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
- საჭრელი თავაკის მოხსნა, გასუფთავება, გაპოხვა;
- დანის სალესების მოხსნა, გასუფთავება/გარეცხვა;
- ღვედების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა;
- ამ თავაკში არსებული ხაზოვანი საკისრეების მოხსნა, გასუფთავება, გაპოხვა;
- აპარატის გასუფთავება და დაჰაერება;
** დანის პირის გამოცვლის დროს უნდა მოხდეს ფიქსატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
ძირითადი მოთხოვნები: საწარმოო ან სამკერვალო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობა
** ოპერატიულობა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 591501923.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|