Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პრემიერ გრუპ
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კომპანია შპს "პრემიერ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიის ფილიალში.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, მიცკევიჩის ქუჩა 25ბ

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება და ბ კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (დასვენება 1 დღე - კვირა)
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:30; შაბათს 10:00-18:00
** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@premiergroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე