Робота для біженців з України
ბუღალტერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მარნეულის სამედიცინო კოლეჯი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"მარნეულის სამედიცინო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

თუ ხართ გამოცდილი, მოტივირებული და პასუხისმგებლობიანი სპეციალისტი, რომელიც ეძებს სტაბილურ და საინტერესო სამსახურს საგანმანათლებლო სფეროში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება (პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა, დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება, სალაროს ოპერაციები, ბანკთან მუშაობა);
** ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი დეკლარაციების მომზადება;
** საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ, საშემოსავლო, ქონების და ა.შ.);
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი);
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა ინვენტარიზაციაში;
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება და წარდგენა;
** კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და სამუშაო პროცესში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი საბუღალტრო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი: 10:00-17:00 სთ (სრული განაკვეთი)

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე mscollege.edu@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივლისი.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე