Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647687&print=yes&view=jobs
 
ღამის მორიგე ოპერატორ-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მორიგე ოპერატორ-რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. აგრეთვე გვინდა გაცნობოთ რომ, "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ღამის მორიგე ოპერატორ-რეგისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჟვანიას ქ N 15;
სამუშაო განაკვეთი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით: საღამოს 18:00 სთ-იდან დილის 10:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ-კვირის შემთხვევაში 24 საათი
ანაზღაურება: 16/სთ გრაფიკი 75 ლარი, 24/სთ-100 ლარი

სამუშაოს აღწერა:

** პაციენტების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი დროული რეაგირება;
** სოციალურ გვერდებზე და ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** შემოსული მიმართვების საფუძველზე გამოკვლევების რეგისტრაცია;
** გამოკვლევის შედეგებთან მიმართებაში წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
** სამუშაო საათების დაწყების და დასრულებისას მიმდინარე პროცესების გადაბარება.
** ხელმძღვანელი პირისგან სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ბენეფიტები: მნიშვნელოვანი ფასდაკლებები ჩვენს ლაბორატორიულ კლინიკაში ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის ოჯახის წევრებზეც)

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://mlab.ge/, ასევე ფბ-გვერდზე https://www.facebook.com/mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე: hr.mwlab@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია