დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Cars for Rent
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
"Cars for Rent" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, 24ა შალვა დადიანის ქუჩა.
სამუშაო ტიპი: ცვალებადი გრაფიკით
ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ მანქანების გაქირავების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, კომფორტს და გამჭვირვალე პირობებს. ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურებას.
მთავარი პასუხისმგებლობები:
** მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია (კომპანიის ოფისში, ტელეფონით ან ონლაინ) მანქანის დაჯავშნის, გაქირავებისა და დაბრუნების პროცესის ორგანიზება;
** მომხმარებელთა კითხვებზე სწრაფი და ზუსტი პასუხის მიწოდება;
** მომხმარებლების პრობლემების დროული გადაჭრა და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული სერვისების და პირობების კარგად ცოდნა და მომხმარებლებისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულად თავისუფლად საუბარი და წერა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (MS Office, ელექტრონული ფოსტა და სხვა);
** გამოცდილება მომხმარებელთან მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** სტაბილური ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: aleksandre@georgia4you.ge და მიუთითეთ თემაში: "მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი".
|
|
|
|