Робота для біженців з України
ექთანი-ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. აგრეთვე გვინდა გაცნობოთ რომ, "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ქ. თბილისში ექთანი-ფლებოტომისტის ვაკანსიას.

სამუშაოს მდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა N15.

სამუშაო დრო: წინასწარი გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
ანაზღაურება: მზარდი და საბონუსე სისტემით, გამოცდილების მიხედვით.

სამუშაოს აღწერა:

** საექთნო მომსახურების გაწევა ბინაზე ან/და ლაბორატორიაში;
** ნიმუშების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების შესრულება

მოთხოვნები:

** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მოზრდილთა ისე პედიატრიულ ასაკში.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა; შესაბამისად 2 წლიანი მართვის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ბენეფიტები: მნიშვნელოვანი ფასდაკლება ჩვენს ლაბორატორიულ კლინიკაში ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის ოჯახის წევრებზეც)

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე