Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647676&print=yes&view=jobs
 
დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa & Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. აგრეთვე გვინდა გაცნობოთ რომ, "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

ლაბორატორიის მოქნილობა და მობილურობა ჩვენი მთავარი დანიშნულებაა.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით 1000 ლარიდან- 1500 ლარამდე
მდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჟვანიას ქ N 15;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე

სამუშაოს აღწერა:

** პაციენტების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი დროული რეაგირება;
** სოციალურ გვერდებზე და ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** შემოსული მიმართვების საფუძველზე გამოკვლევების რეგისტრაცია;
** გამოკვლევის შედეგებთან მიმართებაში წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
** სამუშაო საათების დაწყების და დასრულებისას მიმდინარე პროცესების გადაბარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

ბენეფიტი: მნიშვნელოვანი ფასდაკლებები ჩვენს ლაბორატორიულ კლინიკაში ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის ოჯახის წევრებზეც)

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია