Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. ასევე გვინდა გაცნობოთ რომ, მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი - "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს, ქ. თბილისში ექთნის ვაკანსიას.

სამუშაოს მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუბლიანას 56
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00 სთ; შაბათი 09:00-17:00 სთ;
ანაზღაურება: მზარდი ანაზღაურება გამოცდილების და წინასწარი შეთანხმების პრინციპით.

სამუშაოს აღწერა:

** ფილიალის სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობა
** ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა;
** შემოსული პაციენტის მიღება და საექთნო მომსახურების გაწევა
** პაციენტის მასალის უსაფრთხოდ და სტანდარტული პროცედურების დაცვით აღება
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების შესრულება.
** არსებული სამედიცინო მარაგების მართვა და მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ბენეფიტები: მნიშვნელოვანი ფასდაკლება ჩვენს ლაბორატორიულ კლინიკაში ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის ოჯახის წევრებზეც)

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე