დასახელება:
რეგიონული მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
სანდომი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
** მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ ქსელის მაღაზიების ვიზიტისა და არსებული მდგომარეობის მონიტორინგის ანალიტიკა;
** პროდუქციის რაოდენობის, ნაშთებისა და ვადების კონტროლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** ბრენდის ასორტიმენტის პოზიციონირების მონიტორინგი;
** კონკურენტი კომპანიების პროდუქციის პოზიციონირების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
** გამოვლენილი ხარვეზების ან დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება/წარდგენა.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და სრულფასოვნად შესრულების უზრუნველყოფა;
** სამოქმედო გეგმისა შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ამავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვ. ფონიჭალა.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.
გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|