Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Global Product Group
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კომპანია "გლობალ პროდუქტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "გლობალ პროდქუტ გრუპი" 2017 წელს დაარსდა და წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. იგი მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის პროდუქციას, ასევე კერამიკულ ფილებს და კერამოგრანიტებს. მაღაზიაში შესაძლებელია შეიძინოთ მშენებლობისთვის და რემონტისთვის უმაღლესი ხარისხის მასალები.

"გლობალ პროდუქტ გრუპი" აქტიურად ზრუნავს თანამშრომლის განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული საქონლის ჩამოტვირთვა/დასაწყობება/დატვირთვა;
** მომხმარებლისათვის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში ნაშთების კონტროლი;
** მომხმარებლის შეკვეთების აგროვება და გასაცემად გამზადება;

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10-18 საათამდე ან 9-17 საათამდე, კვირაში ერთი დღე დასვენება.
ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი.
მისამართი: ქ. თბილისი, იუმაშევის N2 (ლილოს დასახლების გადასახვევი).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: lazarashvili07@gmail.com დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 720004.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე