დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
სტენდერსი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
კოსმეტიკური ბრენდი "STENDERS"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
მისამართი: რუსთაველის 2/4. სავაჭრო ცენტრი " გალერეა თბილისი".
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების მიხედვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული;
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.
კომპანია გთავაზობთ, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: geostenders@gmail.com.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 ივლისი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, "სტენდერს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|