დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.
არსებითი პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათაო ოფისი
** სამუშაოს გრაფიკი: 09:30 სთ-18:30 სთ, შესვენება 1 საათი
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტერიის ხელმძღვანელობა;
** ფუნქციების განაწილება ბუღალტერიის თანამშრომლებს შორის;
** ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში გადასახდელი გადასახადების გათვლისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ საგადასახადო და სხვა დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების დროულად და სრულყოფილად მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად;
** დირექტორატისა და სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** პერიოდულად მოახდინოს დებიტორ-კრედიტორების ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და ზოგიერთი დავალიანებების უიმედო და საეჭვო ვალებად აღიარების შესახებ წინადადებების მომზადება;
** კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის დავალებების დელეგირება, შესრულების კონტროლი; მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ACCA და ან სხვა ბუღალტერიის კურსი.
ცოდნა და უნარები:
** საგადასახადო კანონმდებლობა;
** ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციები და სხვა კანონმდებარე აქტები;
** ენერგეტიკის მარეგულირებელი აქტები;
** აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.
კომპიუტერული პროგრამები:
** MS Office;
** საბუღალტრო პროგრამა 1C;
** ORIS SUPERFIN, INFO.
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესის მიმართ გამძლეობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 აგვისტო. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზიუმეს გაზიარებას.
განაცხადის ბმული: https://wkf.ms/3Dep0QO
კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ work@giec.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
|
|
|
|