დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ჯეი ეფ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ნატახტარში.
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00 დან 17:00- საათამდე
შაბათი: 13:00- საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, აღწერა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობების პროცესის კონტროლი;
** საწყობიდან გაცემული მასალების აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, მართვა და კონტროლი;
** შიდა საწყობებში მასალების გადაადგილების ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხებაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ საბუღალტრო პროგრამა (APEX) -ში
მუშაობის გამოცდილებას.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@jobs.ge - ზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|