Робота для біженців з України
პალიატური მზრუნველობის ცენტრის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პალიატური მზრუნველობის ცენტრის ექთანი
მომწოდებელი: ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პალიატური მზრუნველობის ცენტრის ექთნის პოზიციაზე.

მორიგეობის გრაფიკი - 12 სთ - იანი. (თვის ჭრილში 192 საათი მორიგეობა)
ანაზღაურება საათობრივი - საათში დარიცხული 7 (შვიდი)ლარი;
თვეში საშუალოდ დარიცხული 1344 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ფუნქციები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** დოკუმენტწარმოებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
** ინფექციის კონტროლის კუთხით შემუშავებული ნორმების დაცვა;
** საექიმო პროცედურებში ექიმის ასისტირება, ექიმის დანიშნულების შესრულება პაციენტთან მიმართებაში შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
** უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება, დარგი/სპეციალობა -საექთნო საქმე - პრაქტიკოსი ექთანი (დიპლომი).
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო საქმე (ექთანი/ბებიაქალი) - საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი (დიპლომი).
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - საექთნო
** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დარგი/სპეციალობა - მედიცინა (სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ან/და მედიცინის ფაკულტეტი) -დიპლომირებული მედიკოსი
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პალიატიური მიმართულებით.
** სავალდებულოა პოსტდიპლომური უწვეტი განათლების კურსების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. (სერტიფიკატის ვალიდურობა გაცემიდან 2 წელი).

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებული, პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, გუნდური პრინციპით მომუშავე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის და განყოფილების დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 20 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე