Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647566&print=yes&view=jobs
 
ბიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიდერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ბიდერის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

ანაზღაურება: 1500 ლარი NET + ტრანსპორტირების თანხა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 17:00-01:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19;

დასაქმებულებს ვთავაზობთ;

** კორპორაციულ დაზღვევას. პაკეტის საფასური სრულად კომპანიის მხრიდან იფარება;
** Fitpass;
** პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აშშ-ს საერთაშორისო აუქციონზე მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ავტომობილის ისტორიის/საბუთების გადამოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია