Робота для біженців з України
ოპერაციების აღრიცხვის სპეციალისტი - დროებითი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების აღრიცხვის სპეციალისტი - დროებითი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს დროებით ვაკანსიას ოპერაციების აღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** სამედიცინო კონტრაქტის რეგისტრაცია;
** სამედიცინო კონტრაქტში ცვლილებების განხორციელება;
** სადაზღვევო პროგრამაში პოლისების აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების გადამოწმება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერაციების აღრიცხვის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აგვისტო.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე