Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647562&print=yes&view=jobs
 
ავტოექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოექსპერტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოექსპერტის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების მოსმენა/გაანალიზება;
** ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა;
** სავარაუდო ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებთან შეთანხმება;
** მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად ავტომობილისთვის საჭირო ღონისძიებების სრულად დაგეგმვა და განხორციელება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური კოლოფი) ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტოექსპერტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 აგვისტო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია