Робота для біженців з України
ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
ასოციაცია "ანიკა" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ პირების უფლებების დაცვას, ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ორგანიზაცია მხარს უჭერს შშმ ადამიანების უფლებებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებების დანერგვა/განვითარებას ქვეყნის მასშტაბით.

ასოციაცია "ანიკა" გერმანიის ეკონომიკური თანამშღომლობისა და განვითარების ფედერალური სამინიტროს (BMZ) და WV Germany-ის ფინანსური მხარდაჭერით, World Vision საქართველოს ფონდთან პარტნიორობით, კახეთის რეგიონალური განვითარების ცენტრის (KADC), ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის (BSI) და ცვლილებები თანასწორი უფლებებისთვის (CER)-ის თანამონაწილეობით ახორციელებს პროექტს "გარე მომსახურებაზე გატანილი სოციალური სერვისები საქართველოში-ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხარისხიანი მომსახურებისთვის", რომლის ფარგლებშიც, აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.

ჩვენ ვიწვევთ კომპანიას მონაწილეობა მიიღოს ტენდერში კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ ლეპტოპების მოწოდების უზრუნველყოფისთვის.

სატენდერო წინადადების ტექნიკური პირობები:

** 24 ლეპტოპი მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებით:
** core i5 13th gen, 16GB RAM, SSD 512GB, windows 11 pro, Backlit keyboards; IPS/OLED display, resolution Full HD or better; Fingerprint reader or Windows Hello IR camera; USB C port; at least 10 hour battery life, 1yr warranty.
** მონიტორის სასურველი ზომა (14 ან 15 inch)

სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი განფასება უნდა მოიცავდეს ერთეულის ფასს, დღგ-ს გარეშე.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** პროდუქციის განფასება - დღგ-ს გარეშე;
** პროდუქციის სრული ტექნიკური მახასიათებლები;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, პროდუქციის მიწოდება უნდა განახორციელოს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებში, 4 რეგიონში: კახეთი, იმერეთი, აჭარა და ცამცხე ჯავახეთი, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული რაოდენობების შესაბამისად.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: 597739373 მაკა ჭანკვეტაძე

ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: anika.information@gmail.com; არაუგვიანეს 13 ივლისი 18:00 საათისა.

ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ "ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე".

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე