დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Polaris Finance
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია "Polaris Finance" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** განსაზღვრული ბუღალტრული პორტფელის მართვა და კოორდინაცია;
** ბუღალტრების საქმიანობის ზედამხედველობა;
** ბუღალტრების მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დეკლარაციების სისწორის შემოწმება;
** ბუღალტრების მიერ წარმოებული ფინანსური აღრიცხვის კონტროლი;
** ბუღალტრების მენტორობა;
** კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია: ბალანსი)
** საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel სრულყოფილად)
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კოორდინაციის და მართვის უნარი
** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის უნარი
** მოტივაცია და შრომისმოყვარეობა
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
ანაზღაურება: 2500-3000₾, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: მ. კოსტავას 14, D Block, თბილისი, საქართველო
ჩვენ შესახებ: https://polarisfinance.ge
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@polarisfinance.ge
|
|
|
|