დასახელება:
სტაჟირება - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
647517_Attachment_3538387.zip
|
სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის აქტივების მართვის, ჩამოწერის და განკარგვის განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს/დამამთავრებელი კურსის სტუდენტს/მაგისტრატურის სტუდენტს (კონკურსში მონაწილეებს შორის უპირატესობა მინიჭებათ ეკონომიკურ-ტექნიკური და იურიდიული განათლების მქონე კონკურსანტებს).
სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 3 (სამი) თვე, არანაკლებ კვირაში - 30 საათისა. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 701.53 (შვიდასერთი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს "სახელმწიფო ქონების შესახებ";
ბ) საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
გ) თსუ-ს წესდებას;
დ) თსუ-ს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებას.
5. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT, OUTLOOK.
სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
ა) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
ბ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
გ) გუნდური მუშაობის კულტურა
დ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
ე) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ვ) ინიციატივის გამოვლენა
ზ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
თ) კომუნიკაბელურობა
ი) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:
ა) გაეცნოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებას, უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) შეისწავლოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მართვის საკითხები და შესაბამისად მოახდინოს მათი განახლება და დამუშავება სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel-ში, Word- ში და სხვადასხვა ბაზებში).
გ) შეისწავლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტზე მონაცემების მოძიების, მათი დამუშავების და განახლების პროცესი.
დ) შეისწავლოს და უზრუნველყოს უნივერსიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.
ე) განახორციელოს უნივერსიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იჯარის ფორმით გაცემული ქონების, აღრიცხვა და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის მომზადება.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, კერძო იურიდიული თუ ფიზიკური პირებიდან, შემოსულ კორესპოდენციაზე მოამზადოს შესაბამისი წერილობითი პასუხები.
ზ) უზრუნველყოს, ხელმძღვანელის დავალებით, დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული მიმდინარე საკითხების მომზადება და განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 7 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 7 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით 17 საათამდე უნივერისტეტის ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
|
|
|
|