დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ევრომოტორსი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
შპს "ევრომოტორსი" გახლავთ კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე და ავტომობილებს უწევს სრულ სარემონტო მომსახურებას.
კომპანია "ევრომოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;
** გაყიდული პროდუქციის გატარება პროგრამაში;
** ფულადი ნაშთების შემოწმება და კონტროლი;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ზედნადებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა.
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Excel პროგრამების ცოდნა სავალდებულო.
** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულო)
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი და ანაზღაურება:
** ქ. თბილისი, ვიქტორ კუპრაძის 14
** სტაჟირების პერიოდი 1 თვე (800 ლარი),
** დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 1200 ლარით
** სამუშაო დრო: 10:00-19:00, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.
თუ გსურთ შემოუერთდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდს, ჩვენ ვეძებთ პოტენციალის მქონე ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მის განვითარებაში და რეგიონალურ ასპარეზზე პოზიციონირებაში. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: euromotors.hr@gmail.com გთხოვთ გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|