დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
საკონსულტაციო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე აუთსორსის დეპარტამენტში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო რეჟიმი: კლიენტ კომპანიებთან მუშაობა
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (კლიენტების ოფისში, ნაწილობრივ კომპანიის ოფისიდან დისტანციურად)
აუცილებელი გამოცდილება:
** სამშენებლო სფეროს კომპანიების ბუღალტერიის წარმოება
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების წარმოება (კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში)
** პერიოდის დახურვა და საცდელი ბალანსის დასრულებული სახით ფორმირება
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და ბუღალტრული გატარებების შესრულება
** rs.ge პორტალზე მუშაობა
** საბანკო გადარიცხვების წარმოება
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება და შედარებების წარმოება
** შემოსავლების სამსახურთან და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან
მოთხოვნები კვალიფიკაციაზე და განათლებაზე:
** ბაკალავრის ან /და მაგისტრის ხარისხი სპეციალობით ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და კონტროლი
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** 4-5 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე (მნიშვნელოვანია გამოცდილება მთ. ბუღალტრის პოზიციაზე - მინიმუმ 2 წელი);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია რომ კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს ACCA-ის რამდენიმე საგანი;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონეზე მაინც);
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, (Microsoft Excel);
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (აუცილებელია "ორის ბუღალტერიის" ცოდნა);
კანდიდატების შერჩევა მოხდება CV-ების გადარჩევის და გასაუბრების საფუძველზე (შესაძლებელია ტესტირებაც)
CV და ფოტოსურათი (შეძლებისდაგვარად რეკომენდაციებიც) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: relevantvacancy@gmail.com და გთხოვთ ელექტრონული წერილის subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - Senior Accountant.
|
|
|
|