დასახელება:
ბიზნეს დიაგნოსტიკის ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
2021 წლის 17 მაისს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის (Georgia Relief and Recovery for Micro, Small, and Medium Enterprises Project) ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების შესაბამისად (სესხის ნომერი: 9239-GE) სააგენტო "აწარმოე საქართველოში" პასუხისმგებელია პროექტის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური დახმარების კომპონენტის განხორციელებაზე. სასესხო შეთანხმების ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტი". პროექტის მიზანია თბილისში და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს ბიზნეს დიაგნოსტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ბიზნეს დიაგნოსტიკის ანალიტიკოსი უზრუნველყოფს:
** ბიზნეს დიაგნოსტიკის კითხვარების განხილვას და ძირითადი გამოწვევებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას;
** ბიზნეს დიაგნოსტიკის კითხვარების ანალიზის შედეგად
** ბიზნესის ძირითადი ტენდენციებისა და გაუმჯობესების გზების დადგენას;
** საკონსულტაციო ცენტრებთან თანამშრომლობის გზით, კითხვარების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მეწარმის/პოტენციური მეწარმის მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვას;
** დიაგნოსტიკის კითხვარში ასახული ინფორმაციისა და რეალურ ბიზნეს საჭიროებებს შორის შესაბამისობის დადგენას;
** ბიზნეს დიაგნოსტიკის პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების წარდგენას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან სხვა მსგავსი მიმართულებით;
** ბიზნესის მხარდაჭერის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ან/და ბიზნეს გეგმების შეფასების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ცოდნა;
** მსოფლიო ბანკის რეგულაციებისა და მოთხოვნების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ საგრანტო განაცხადების განხილვის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** უპირატესობა მიენიჭებათ მსოფლიო ბანკის პროექტებში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია;
** პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის კომპეტენცია
** სტრატეგიული ხედვა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
1 წლის ჯამური ანაზღაურების ოდენობა: 45 000 ლარი (მოიცავს ყველა გადასახადს).
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 წელი, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნეს დიაგნოსტიკის ანალიტიკოსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ელ. ფოსტის საშუალებით დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივლისი.
პროექტის და ვაკანტური პოზიციის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" HR-ს, მარიამ ნოზაძეს 599720112.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|