Робота для біженців з України
შერჩევის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შერჩევის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა კომპანიაში არსებული შერჩევის პროცედურის მიხედვით;
** ვაკანსიის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სამუშაოს ანალიზის ჩატარება, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების განსაზღვრა;
** განსაზღვრული კომპეტენციებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შერჩევის გეგმის შედგენა: შერჩევის ეტაპების დაგეგმვა, შეფასების ინსტრუმენტებისა და მოძიების წყაროების განსაზღვრა;
** შერჩევის პროცესის წარმართვა, შერჩეული კანდიდატისთვის სამუშაო შეთავაზების გაკეთება;
** თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის მართვა;
** დახურული ვაკანსიის შესახებ რეპორტის მომზადება;
** კანდიდატების მოზიდვა-დაინტერესების არეალის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ტიპის პროგრამისა და აქტივობის განხორციელება;
** დასაქმების ფორუმებში დასწრების ორგანიზება და მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სახელით სხვადასხვა ორგანიზაციასთან/დაწესებულებასთან თანამშრომლობა და შესაბამისი კომუნიკაცია;
** თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზების კვლევის მიზნით Exit ინტერვიუების ჩატარება, გამოვლენილი საკითხების შესაბამისად აქტივობების ინიცირება;
** არსებული თანამშრომლების შენარჩუნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით Stay ინტერვიუების ჩატარება, გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით აქტივობების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

განათლება და გამოცდილება:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** რეკრუტინგისა და შერჩევის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია IT რეკრუტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პროცესების მართვისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "შერჩევის უფროსი სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18.07.2025.

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე