დასახელება:
უფროსი გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Gastronome Group-ში" ვეძებთ თანამშრომელს უფროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign);
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** მარკეტინგული/სარეკლამო მასალების დიზაინის მომზადება;
** შემუშავებული მზა მასალის საბეჭდად გამზადება;
** სტამბასთან ურთიერთობა;
** ილუსტრაციების შექმნა;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (pdf-ის ან ლინკის სახით) 20 ივლისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge . სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|