Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი შესყიდვების პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების და სისტემატიზაციის უნარი;
მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ხელშეკრულებების და მასთან გათანაბრებული საბუთების საფუძველზე პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და ელექტრონული ფორმით დაარქივება;
** მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე მიღებული ზედნადებების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ინფორმაციასთან;
** მომწოდებლებთან პერიოდული შედარების აქტის გაფორმება და დაარქივება;
** ანგარიშ-ვალდებული პირების მიერ მოწოდებული საბუთების საფუძველზე ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამები (უმაღლესი დონე).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@lucapolare.com-ზე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "ბუღალტერ-ოპერატორი"-ის პოზიცია.

კანდიდატი შეირჩევა მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე