დასახელება:
ასისტენტი მარკეტინგის გუნდში
|
მომწოდებელი:
დეკორატორ.ჯი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
"დეკორატორი" მომხმარებლებს ინტერიერის დიზაინს და სრულ სარემონტო მომსახურებას სთავაზობს. ჩვენს გუნდს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ვინაიდან გვსურს, ჩვენი გამორჩეული სარემონტო მომსახურების შესახებ, სოციალური ქსელების საშუალებით, უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ასისტენტის პოზიციაზე:
თუ გამართულად მეტყველებთ ქართულად და შეგიძლიათ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, თუ კამერასთან მუშაობის სურვილი გაქვთ და თვლით, რომ კომპანიის წარდგენას პოზიტიური მანერით შეძლებთ და ხართ პუნქტუალური, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღია.
პოზიცია: ასისტენტი მარკეტინგის გუნდში
სამუშაოს შესრულების ადგილი და გრაფიკი:
** ქ. თბილისი
** მოქნილი გრაფიკით (თქვენი ყოფნა საჭირო იქნება უშუალოდ ვიდეოს ჩაწერისას).
ფინანსური პირობები: ანაზღაურება მოხდება შეთანხმებით, ვიდეოების რაოდენობის შესაბამისად.
ფუნქცია მოვალეობები:
** მონაწილეობა მარკეტინგულ კამპანიებში;
** კომპანიის სხვადასხვა სერვისის წარდგენა კამერის წინ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართულის ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გამართული მეტყველების უნარი;
** გამოცდილება სავალდებულო არ არის, მთავარია თქვენი მოტივაცია
კომპანია გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** წინსვლის შესაძლებლობას
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: decoratorge@gmail.com
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|