Робота для біженців з України
ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.

სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს.

გამოიყენეთ შანსი და გახდით "ყვარლის ტბის" წარმატებული ისტორიის ნაწილი!

პოზიცია: ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: დინამიკური ცვლები (არ მოიცავს ღამის ცვლას)
ანაზღაურება: 1500 ლარი

სასტუმრო "ყვარლის ტბა" ფრონტ ოფისის სუპერვაიზერს, რომელიც გამოირჩევა ორგანიზებულობით, კარგი კომუნიკაციის უნარებით და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომით.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ცვლის კოორდინირება და სამუშაო პროცესების ზედამხედველობა;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** ფულადი ოპერაციების შემოწმება და კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტინგი;
** რეზერვაციების მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის კომპეტენციასთან;
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ოთახების სტატუსის და სათანადო მდგომარეობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** პროგრამა Fidelio-ში მუშაობის გამოცდილება

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

"ყვარლის ტბა" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე