დასახელება:
ინტერიერის უმცროსი დიზაინერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ ინტერიერის უმცროს დიზაინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** კომერციული ან საჯარო სივრცეების ინტერიერის და ექსტერიერის პროექტირება;
** სტილის, მასალებისა და ფერების შერჩევა;
** Moodboard-ის, ფერის პალიტრის, მასალების და ტექსტურების შერჩევა;
** დეტალური ნახაზების მომზადება (გეგმარება და განშლები);
** სივრცითი დაგეგმარება (ზონირება, ფუნქციური დატვირთვა, ავეჯის განლაგება და ა.შ.);
** სამშენებლო/სარემონტო ჯგუფის ტექნიკური მხარდაჭერა დიზაინის რეალიზაციის პროცესში;
** თანამედროვე დიზაინის ტენდენციების გაცნობა და ინტეგრაცია პროექტებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია 3d Max, Photoshop, Archicad ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
** კრეატიულობა და ინოვაციური ხედვა.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|