Робота для біженців з України
ბარმენი, მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი, მზარეული
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომსახურების სტანდარტების და ხარისხის ყველა მიმართულებით დაცვა და მართვა;
** რესტორანში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა და მათი შეთავაზება;
** რესტორნის სტუმრებთან ინტერაქცია და თავაზიანი მომსახურება;
** ბარში არსებული ოპერირებისთვის საჭირო ყველა პროდუქციის დამზადება;
** ბარის მენიუში არსებული უალკოჰოლო სასმელების დადგენილი სტანდარტის მიხედვით მომზადება;
** შემოსული სტუმრების მომსახურება, შეკვეთის აღება, ანგარიშსწორება;
** ბარის მარაგების კონტროლი და სასმელების ინვენტარიზაცია;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;

საჭირო უნარები:

** სარესტორნო სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ბარმენის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;

2. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის შეკვეთა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anajokhadze00@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე