დასახელება:
ლოჯისტიკის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ვესტ ინვესტი
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 9:30-17:30 (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდული პროდუქციის ვადების და მარშრუტების მონიტორინგი
** ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა
** ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი
** არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკების წარმართვა
** პარტნიორებთან არსებული დავალიანების მართვა
** ლოჯისტიკური დოკუმენტაციის მომზადება (დეკლარაცია, ინვოისი)
** გადაზიდვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** შესრულებული გადაზიდვების შეფასებების მიღება და აღრიცხვა
** მოსალოდნელ ტვირთებზე დაზღვევის პროცესის მხარდაჭერა
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი აღმოფხვრა
** შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია
** განბაჟების პროცესის კოორდინაცია
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის თანამშრომელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|