Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647293&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს IT Support/ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (hardware/software) - სამუშაო კომპიუტერების, პრინტერების, ქსელის და სხვა IT მოწყობილობების გამართვა და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება (Windows, MS Office, სხვა საჭირო აპლიკაციები);
** მომხმარებლის ანგარიშების მართვა Active Directory-ში, Microsoft office 365 და სხვა პლატფორმებზე;
** ოფისის ლოკალური ქსელის (LAN), ინტერნეტის და Wi-Fi კავშირის ტექნიკური გამართვა და მონიტორინგი;
** IT ინციდენტების რეგისტრაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა და სწრაფი რეაგირება;
** IT აღჭურვილობის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** სისტემების, ელექტრონული ფოსტების, პერსონალური კომპიუტერების Backup წარმოება, კონტროლი;
** კიბერუსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვა და მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება IT რისკებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკურ სფეროში
** არანაკლებ 2 წელიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "IT Support/ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია