დასახელება:
სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Onex Georgia
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს კომპანიის სერვისების ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** კონტენტის შექმნა სოციალური ქსელებისთვის (ტექსტები, ვიზუალური მასალა);
** მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების განხორციელება Facebook-ზე და Instagram-ზე;
** ვებსაიტის შინაარსის მართვა და განახლება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** მტკიცედ ფლობს დროის მართვის უნარს და გამორჩეულია მრავალამოცანიან გარემოში შედეგზე ორიენტირებული მუშაობით
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალური მედიის წარმატებული კამპანიების მართვის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** სასურველია Photoshop-ის და ვიზუალური მასალის შექმნის უნარი.
თუ თვლით რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს შეესაბამებით, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@onex.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|