დასახელება:
ბარისტა
|
მომწოდებელი:
კურორტი საირმე
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
კაფე "საირმე" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბარის მომსახურების წესების დაცვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** ყავის დამზადება/გაფორმება დადგენილი სტანდარტის და რეცეპტურის მიხედვით
** სტუმრისთვის სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** დეტალური ინფორმაციის ქონა სასმელების შემადგენლობის, დამზადების წესების, შეხამებისა და გასაყიდი ფასების შესახებ
** ბარის პროდუქციის შენახვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მარაგების კონტროლი
** სტუმრისთვის ანგარიშის მომზადება, მირთმევა და ანგარიშსწორება
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის
უნარ/ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
** პოზიტიურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: natia@hospitalitygeneration.com.
კაფე "საირმე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|