დასახელება:
მოლარე-ანიმატორი - ნახევარი განაკვეთი
|
მომწოდებელი:
Hopihop
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
"Hopihop" თბილისი მოლში მდებარე ბატუტის საბავშვო სივრცე, ეძებს მხიარულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს მოლარე-ანიმატორის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: 16 კმ აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 24 სამუშაო საათი; 4 სამუშაო დღე; დღეში 6 საათი; 16:00 - 22:00 საათამდე.
** დასვენების დღეები: კვირაში 3 დღე;
ძირითადი მოვალეობები:
** მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
** ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში. მათთვის მხიარული განწყობის შექმნა;
** პლატფორმის ყოველდღიური კონტროლი;
მოთხოვნები:
** სასურველია მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** შრომისმოყვარე, მხიარული, ენერგიული;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ანიმატორი ნახევარი განაკვეთი".
|
|
|
|