Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647201&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. 87დ
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 საათი
ხანგრძლივობა: 6 თვე

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლების ობიექტების მარშრუტების მონიტორინგი და განახლება;
** არსებულ მარშრუტებში ახალი ობიექტების სისტემური ინტეგრირება:
** მარკეტ-ვიზიტების განხორციელება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მიზნით;
** სავაჭრო წარმომადგენლების მიერ შეკვეთების მიწოდების კონტროლი;
** დილერის მარაგების ანალიზი და კონტროლი SKU-ის მიხედვით;
** დილერებთან კომუნიკაცია, ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით;
** დილერების საკრედიტო სტატუსის განახლება, გარანტიის ვადის გახანგრძლივების შეხსენება, გეგმის შესრულების სტატუსის შემოწმება;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტის სტატუსი (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 საფეხური);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com/

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 10 ივლისი 2025.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია