დასახელება:
NDT UT ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
SGS Georgia
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
SGS არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.
შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში NDT UT ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ულტრაბგერითი ტესტირების (UT) ჩატარება შედუღებებზე, მილებსა და კონსტრუქციულ ელემენტებზე;
** შედეგების შეფასება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ISO, ASNT, EN);
** ხარისხის შეფასების თაობაზე დოკუმენტაციის მომზადება;
** ინსპექტირების პროცესის დროს უსაფრთხოების წესების სრული დაცვა;
** UT მოწყობილობების რეგულარული კალიბრაცია;
** ტექნიკური შედეგების კომუნიკაცია პროექტის ინჟინრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა NDT პროცედურების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი NDT Level II სერთიფიკატი ულტრაბგერით ტესტირებაში (EN ISO 9712 ან ექვივალენტი); 2. მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება UT ინსპექტირებაში (მრეწველობაში ან/და ნავთობისა და გაზის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** სტანდარტების ცოდნა: ASME, API, IS და სხვა შესაბამისი რეგულაციები;
** სასურველია დამატებით სერთიფიკატები (MT, PT, VT);
** ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულო;
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დიპლომი/ბაკალავრის ხარისხი).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vladimer.glonti@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი CV შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|