Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647193&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებს.

ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტექნიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელფასი ზრდადია სტაჟის მიხედვით)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** ტექნიკური სამუშაოების დროულად და ეფექტურად შესრულება.
** კომპანიებისთვის ყოველთვიური და გეგმიური მომსახურების გაწევა (აპარატებისთვის ფილტრების შეცვლა).
** აპარატების ინსტალაცია, დეინსტალაცია ან ჩანაცვლების უზრუნველყოფა.
** პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის ინსტალაციის დროს, აპარატის მოხმარების წესის ახსნა, სერვისის სრულფასოვნად გაწევა და დაკვალიანება.
** აპარატების სისუფთავეზე ზრუნვა.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** ბაკალავრის ხარისხი: სასურველია ინჟინერიის მიმართულებით
** სასურველია სერთიფიცირება დარგში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკოსი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია