Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.

"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბახტრიონის 10ბ, ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება და კვლევა: ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ცხოვრების ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის მონაცემების ** შეკრება/შეფასება, დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, მკურნალობა/მართვა სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა
** სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, ინფორმაციის დაფიქსირება მიმდინარე რეჟიმში დროულად, განსაზღვრულ ვადებში;
** პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქოთერაპიაში;
** მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/fsiqologi/760

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე