დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
მოტოებისა და მოპედების სახელოსნო
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
მოტოებისა და მოპედების სახელოსნო ეძებს გამოცდილ მექანიკოსს!
მოვალეობები:
** მოტოებისა და მოპედების ტექნიკური გამოკვლევა და პრობლემების დიაგნოსტიკა
** ძრავების, გადაცემათა კოლოფების, სამუხრუჭე სისტემების და ელექტროსისტემების შეკეთება
** გეგმიური სერვისის შესრულება და ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნება
** კლიენტებთან კონსულტაცია და ტექნიკური პრობლემების ახსნა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სხვადასხვა ბრენდის ტექნიკის ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოტო და მოპედების სამყაროს სიყვარული
მდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად + ბონუსი გამომუშავებით
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე motoservisi25@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი 2025.
|
|
|
|