Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების)

ფუნქციები:

მენიუში შემავალი კერძების მომზადება სტანდარტების დაცვით
სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა

პიროვნული თვისებები:

** ოპერატიულობა
** ორგანიზებულობა
** სისწრაფე
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@ukve.ge

შეხვედრამდე!

"უკვე"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე