Робота для біженців з України
ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: ლემონსი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებ-გვერდს https://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "Lemons" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
** ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ცხელი ხაზის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე