Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647135&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლა" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ქარვასლა ერთ-ერთი დიდი და პოპულარული მულტიპროფილური სავაჭრო და ბიზნეს ცენტრია თბილისში.

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი ამოცანებია:

** სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლის" მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა;
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ყოველთვიური ღონისძიებების/აქტივობების ორგანიზება;
** სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "ქარვასლას" მოიჯარეებთან კომუნიკაცია და ერთობლივი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** განხორციელებული პროექტების ეფექტიანობის შეფასება;
** კომპანიის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;
** კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, ეფექტიანობის კვლევა;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა;
** სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლაში" არსებული ობიექტების ინფორმირება მარკეტინგული სიახლეების შესახებ. მათი სარეკლამო აქსესუარებით უზრუნველყოფა;
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში.
** პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, Power Point) ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა.

რას გთავაზობთ:

** ქარვასლას პროფესიონალთა გუნდთან ერთად კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
** სამუშაო საათები 10:00-18:00, 5 დღიან სამუშაო კვირას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიური ბონუსის მიღების შესაძლებლობას ინდივიდუალური ეფექტიანობის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2025 წლის 13 ივლისისა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@kmt.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "ქარვასლა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ერთი წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია