Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647109&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი - ანაკლია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: მექანიკოსი
სამუშაო ადგილი: ანაკლია
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული ტექნიკური განათლება ან მექანიკოსის კურსის დასრულების სერთიფიკატის ქონა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის შეკეთება/გეგმიური მომსახურება
** ტექნიკის დათვალიერება, დეფექტური ნაწილების გამოვლენა
** სერვისის მენეჯერისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება დეფექტური ნაწილების შესახებ
** სარემონტო სამუშაოების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595730718

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია