Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647107&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის (Head of Corporate Sales) პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს B2B გაყიდვების სტრატეგიული მიმართულების განვითარებას, ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვასა და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 151
დასაქმების ტიპი: სრულ განაკვეთზე
დარგი: გაყიდვები / B2B / FMCG / Food Retail

უფლება-მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნებისა და ბიზნეს გეგმების შესაბამისად;
** B2B გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა (ჰორეკა სექტორი, ორგანიზაციები, ოფისები და სხვა მსხვილი კლიენტები);
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და კომერციული წინადადებების მომზადება;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მჭიდრო და ეფექტური ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, მათთვის მიზნების დასახვა და მონიტორინგი;
** მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, პროდუქტის ხარისხზე, მიწოდების პირობებზე და გრძელვადიანი კონტრაქტების შეთანხმება;
** გაყიდვების პროცესების ანალიზი და მუდმივი ოპტიმიზაცია;
** ბაზრის ტენდენციების კვლევა, კონკურენტული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** CRM სისტემაში მონაცემების მართვა და გუნდის ჩართულობის მონიტორინგი;
** მონაწილეობა პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე;
** დამკვეთის მოთხოვნების შესწავლა/ანალიზი/შეგროვება;
** კომპანიისთვის საინტერესო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და მისაღებად საბუთების შეგროვება/განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოების სტატისტიკა/ანალიტიკა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ფუდ რითეილის ან FMCG სექტორში;
** მოლაპარაკებების და გაყიდვების მძლავრი უნარები;
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების გამოცდილება;
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია აგროჰაბი დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას, კონკუენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@agrohub.ge 2025 წლის 18 ივლისამდე.

გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მადლობა დაინტერესებისთვის!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება`
9. შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია