Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=647100&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოს-ოპერატორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ქალაქ გორში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არ ვითხოვთ მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:

** სასურველია მიკრო სქემების და ელ. მოწყობილობების მაკომპლექტებლები დეტალების ზოგადი ცოდნა
** სასურველია: პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვის ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail);
** სასურველია ტექნიკური განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისურ ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სათანადო სატრენინგო პერიოდის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნა შეეძლოს:

** პრობლემისა იდენტიფიცირება, კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების შესახებ მომხმარებლისათვის სრულის ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება პროგრამა ERP-ის მეშვეობით (შაბლონური ხელშეკრულების გაფორმება, სასაქონლო ზედნადების პროგრამული გაწერა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის პროგრამულად გაფორმება);
** საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის შეცვლა ან სხვა პროცედურის ჩატარება;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიული Fitpass;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ანაზღაურება 800 ლარი+ გაყიდვების მაღალი ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე 18 ივლისის ჩათვლით გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია