დასახელება:
გენერალური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
WurstVelly
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
კომპანია "WurstVelly" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ცეხი, თბილისი
ტიპი: სრული განაკვეთი
კონცეფციის შესახებ
ვხსნით პრემიუმ დელიკატესების მაღაზიას, რომელიც აერთიანებს ქართულ კულინარიულ ტრადიციებსა და თანამედროვე გლობალურ ტექნიკებს. ჩვენი სივრცე სპეციალიზდება ძეხვეულში (wursts) და გვთავაზობს სწრაფი კვების, takeaway და მიტანის სერვისს. ასევე, მაღაზია ამარაგებს ცალკე ფუნქციონირებად ბარს.
მენიუს მთავარი ფოკუსი ვურსტებზე დაფუძნებული კერძებია — currywurst, ცხელი ვურსტები, სენდვიჩები და ჰოთდოგები — ასევე სხვადასხვა დაფები ცივი, ცხელი და დესერტის ვარიანტებით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა: შეუფერხებელი სერვისის, სისუფთავის და პროცესების გამართულობის უზრუნველყოფა
** გუნდის ფორმირება: 5-10 პერსონალის შერჩევა, დატრენინგება და მოტივირებული გუნდის მართვა
** მაღალი მომხმარებლის სერვისის სტანდარტების დაცვა და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა
** მარაგების მართვა, შესყიდვების კოორდინაცია და მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება
** გახსნამდე ეტაპის მართვა: სისტემების ამუშავება, თანამშრომელთა აყვანა და გაცნობა, საწყისი მარაგების უზრუნველყოფა
** მენიუს განვითარებაში ჩართულობა: ფასების განსაზღვრა და სტრატეგიულ განახლებებზე მუშაობა თანამფლობელებთან ერთად
** ოპერაციული ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
** შიდა ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია (B2B თეისთინგები, კერძო და კორპორატიული შეკრებები)
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ბრენდის სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება რესტორნის ან ჰოსპიტალიტის სფეროში
** მენეჯერული გამოცდილება კვების სერვისში ან სწრაფი კვების კონცეფციის მქონე ობიექტებზე
** შესყიდვებისა და მარაგების მართვის სისტემების ცოდნა და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება
** გამორჩეული ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და გატაცება სურსათისა და ჰოსპიტალიტის სფეროთი
** მულტითასქინგის უნარი და სწრაფ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი კონცეფციის/სტილის ობიექტების მართვის გამოცდილება (მაგრამ არ არის სავალდებულო)
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** კონკურენტული ხელფასი (შეთანხმებით)
** KPI-ზე დაფუძნებული ბონუს სისტემა
** შესაძლებლობა უხელმძღვანელოთ და ჩამოაყალიბოთ ახალი ჰოსპიტალიტის ბრენდი
** კოლაბორაციული და მხარდამჭერი სამუშაო კულტურა
** კარიერული ზრდის სწრაფი პერსპექტივა ბრენდის გაფართოებასთან ერთად
დაინტერესდი?
გამოაგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე: lika@scifi.ge
სათაურის ველში მიუთითე: "Zeche General Manager"
|
|
|
|