Робота для біженців з України
მემონტაჟე, მემონტაჟე-ოპერატორი, მოუშენ დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემონტაჟე, მემონტაჟე-ოპერატორი, მოუშენ დიზაინერი
მომწოდებელი: მულტიფლეიერი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
კრეატიული სააგენტო "მულტიფლეიერი" ეძებს კანდიდატებს ვიდეომონტაჟის მიმართულებით. განვიხილავთ თანამშრომლობას სამი ტიპის პროფილის კანდიდატებთან:

1. ვიდეომემონტაჟე
ვინც გაარჩევს და დაამონტაჟებს ვიდეომასალას, ხმასთან და ფერის კორექციასთან ერთად.

2. მემონტაჟე-ოპერატორი
ვინც გადაიღებს და დაამონტაჯებს ვიდეომასალას ხმასთან და ფერის კორექციასთან ერთად.

3. მემონტაჟე-მოუშენ დიზაინერი
ვინც დაამონტაჟებს ვიდეომასალას, შექმნის მოუშენ და 2D ანიმაციებს.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების და უნარების მიხედვით, პრიორიტეტი მიექცევა გამოცდილებას და პორტფოლიოს.

გასაუბრებები ჩაინიშნება ვაკანსიის პარალელურად, შესაბამისი კანდიდატის/კანდიდატების შერჩევის შემთხვევაში ვაკანსია დაიხურება.

ამიტომ, ნუ დაელოდებით დედლაინს, დღესვე გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან/და პორტფოლიო მითითებულ მეილზე: Hello@multiplayer.ge, სათაურში ჩაწერეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე