დასახელება:
პრისელერი
|
მომწოდებელი:
ოჯახური
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პრისელერი.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება პასუხისმგებელ ტერიტორიაზე;
** მის პორტფელში არსებული პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის საუკეთესოდ განლაგების უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებზე;
** ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში აქტიური მონაწილეობა;
** სამუშაო დღის დასრულების შემდეგ - ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა და სამუშაოს ამსახველი ტაბელის წარმოება;
** ეფექტური და კონსტრუქციული თანამშრომლობა კლიენტებთან, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით;
** რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის დროული და სრული შეტანა კომპანიის სალაროში.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა - კატეგორია B;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
** უზრუნველყოფა შეთანხმებით.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და მაღალი მოტივაცია;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისებისა და პროდუქციის ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ფორს-მაჟორში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და სანდოობა.
პირობები და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1, 000 ლარი;
** ბონუსები -რეალიზაციის კოეფიციენტიდან და თანხის შემოტანიდან;
** ავტომობილის ცვეთა: 250 ლარი;
** საწვავი - კომპანიის მიერ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ახმედ მელაშვილის ქ. №6
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ (1 საათიანი შესვენებით)
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Hr.ojakhuri@gmail.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 ივლისი
|
|
|
|